სპორტდარბაზის პრობლემა

ქუთაისის სპორტული დარბაზი „იმედი“,  სადაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები აღზარდეს, დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მოშლილია იატაკი, შენობა არ თბება და არ არსებობს საშხაპეები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ექვსი სპორტსკოლის რეაბილიტაციას გეგმავს, ამ სიაში ვერ მოხვდა კინგბოქსინგის საწვრთნელი დარბაზი „იმედი“.

ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ დარბაზის რეაბილიტაციისთვის შესაძლოა დამატებითი თანხა გამოიყოს.