სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე

ინკლუზიური თეატრის, „კონტაქტის“ პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე. „ფილოსოფიური ქვა“ ასეთია წარმოდგენის სახელწოდება. სპექტაკლში გამოყენებულია თანამედროვე ელემენტები. რეჟისორმა სათქმელი მსახიობებისა და სცენაზე არსებული პროექციის ერთობლიობით გადმოსცა.

წარმოდგენა კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.