სპექტაკლის პრემიერა

„შავი ფრინველი“, – ასე ჰქვია რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლს, რომლის პრემიერას თეატრმა ათონელზე უმასპინძლა. რეჟისორმა სპექტაკლი, შოტლანდიელი დრამატურგის, დავიდ ჰაროუერის გახმაურებული პიესის მიხედვით დადგა. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. პრემიერას კულტურის მინისტრი დაესწრო.