ბრიუსელისა და ბარსელონის ტერაქტების დროს სოციალური ქსელები კატების სურათებით აჭრელდა. ამ ფორმით მოქალაქეებმა პოლიციას სოლიდარობა გამოუცხადეს. ამგვარად ისინი შეეცადნენ, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნებლიედ არ გაემჟღავნებინათ. არანაკლებად მნიშვნელოვანია, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველების მხრიდან ინფორმაციის დროულად მიწოდება. ეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას უშლის ხელს და მოქალაქეებიც უფრო დაცულად და მშვიდად გრძნობენ თავს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის რა სტანდარტს იცავენ სამართალდამცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სპეცოპერაციების მიმდინარეობის დროს – ქეთი ჩოხელი გვიამბობს.