სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით. თბილისში, გორსა და ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. 16 წლის მოზარდს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარება-გასაღებას ედავება.