სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ის ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა. სოსო ჯაჭვლიანი იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ფესვები“, „ამაღლება“, „ძმა“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, და სხვა. იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.