დაპირისპირება მკლავჭიდის ფედერაციაში

ქართველი მკლავჭიდელების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას მოითხოვს.

რამდენიმე დღის წინ ფედერაციის გამგეობის სხდომაზე მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სხდომის ჩატარება ვერ მოხერხდა. ნაკრების მწვრთნელები და ვეტერანი მკლავჭიდელები გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდას, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომასა და ფედერაციაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ამ მოთხოვნების შესრულებამდე კი მკლავჭიდელები აცხადებენ, რომ ფედერაციის მუშაობა პარალიზებული იქნება.

„მოამბე“ კომენტარისთვის დაუკავშირდა მკლავჭიდის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს, თუმცა სოსო ჯაჭვლიანი საკითხზე განცხადების გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.