რატომ გაძვირდა საქართველოში საწვავის ღირებულება,- „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი ბენზინის გაძვირებას ლარის გაუფასურებით და საწვავზე საერთაშორისო ფასების ცვლილებით ხსნის.
სოსო ფხაკაძის განცხადებით, კომპანიები პროდუქციას ამერიკულ დოლარში ყიდულობენ, ხოლო რეალიზაცია და შემოსავლის მიღება ლარში ხდება. ამასთან, ბიზნესმენის განცხადებით, ამ ეტაპზე, ეკონომიკაში ნეგატიური ფონი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ამ თემაზე იგეგმება შეხვედრა ეროვნულ ბანკთან.