სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს. ამის შესახებ, მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. „აზერბაიჯანის განმეორებითი აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სამხედრო ტაქტიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხებისთვის“ – განაცხადა მირზოიანმა. მისივე თქმით, არაერთმა საერთაშორისო ექსპერტმა განაცხადა, რომ ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს. ხოლო, შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება, ადამიანებისთვის საარსებო საშუალებების ჩამორთმევა, ხელისშეშლა, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უარყოფა, ჰუმანიტარული საქმიანობის შეფერხება-წარმოადგენს სასტიკი დანაშაულის ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს.