საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
ოფიციალური ერევნის გზავნილები თბილისში ქვეყნის ახალმა პრემიერმა ჩამოიტანა, რომელიც არჩევიდან სამ კვირაში საქართველოს ესტუმრა. ყოფილ ოპოზიციონერ ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს. ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და ამ კუთხით არსებული გამოუყენებელი პოტენციალის ათვისებაზე გაკეთდა. განისაზღვრა კონკრეტული სფეროებიც. სიმბოლურია, რომ ვიზიტი საქართველოს და სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100-წლისთავს დაემთხვა. ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების შემდეგ ფაშინიანი საკრებულოში მივიდა და ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
ლიკა ალელიშვილი განაგრძობს საკრებულოდან საუბარს.