პოპულარული ქართული როკ-ბენდი „სოფთ ეჯექთი“ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ბრუნდება.
ჯგუფი „თბილისი ივენთ ჰოლში“ საახალწლო სოლო-კონცერტზე ნაცნობ სიმღერებთან ერთად, ახალ კომპოზიციებსაც შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ბენდმა 2017 წელს „თბილისი ოუფენ ეარზე“ 14 წლიანი პაუზის შემდეგ დაუკრა. მას შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური კონცერტი იქნება.
„სოფთ ეჯექთის“ გამოსვლამდე მსმენლის წინაშე აკუსტიკური ლაივით ქანთრი ჯგუფი „ვინდშილდ“ წარდგება.