ნუცა თოფურიას სადებიუტო ალბომი

ცნობილი სიმღერები გასხვავებული არანჟირებით – ნუცა თოფურია მსმენელს პირველ ალბომს სთავაზობს.

ახალგაზრდა მომღერალი, რომელსაც მაყურებელი პირველი არხის პროექტებიდანაც კარგად იცნობს, თაყვანისმცემლებთან შესახვედრად ემზადება.

მომღერალი სოლო კონცერტზე მუშაობს. ნუცა თოფურია ალბომში შესულ კომპოზიციებს მსმენელს მეგობრებთან ერთად წარუდგენს.

საპრეზენტაციო კონცერტი 26 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.