სოფლის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 3700 სოფელში კრებების ჩატარება დაიწყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განახლდა. 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯოს პროგრამით გათვალისწინებული 20 მილიონი ლარი. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. პირველი კრებები დღეს სხვადასხვა რეგიონის 21 სოფელში ჩატარდა. ქარელის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებას ინფრასტრუქტურის მინისტრიც დაესწრო.