სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია

ხელისუფლება სოფლების განვითარების სტრატეგიას ცვლის. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ მომზადებული დოკუმენტი სოფლების და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. წინა წლების სამოქმედო გეგმაში და სოფლის მცხოვრებთა დასახმარებლად შემუშავებულ პროგრამებში ხარვეზებს უკვე დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროც კი აღიარებს და მიდგომებს ცვლის.

ამჯერად აქცენტი სოფლის მეურნეობის სფეროს ინკლუზიურ განვითარებაზე უნდა გაკეთდეს, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პროექტებით მიღებული სარგებელი ყველა მოსახლის ჯიბეზე თანაბრად განაწილდეს. მით უმეტეს, რომ სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფლის მეურნეობის დარგშია დასაქმებული. ახალი სტრატეგიით, მთავრობა თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ფერმერული მეურნეობების განვითარებას საექსპორტო პროდუქციის გაფართოებას გეგმავს.