სოფიო ხორგუანის განცხადება

შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი კანდიდატი სოფიო ხორგუანი ვერაზე, წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობებს აპროტესტებს. მისი თქმით, დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა წარმოადგენდეს კულტურული მემკვიდრეობის მოვლა და გადარჩენა.

სოფიო ხორგუანი ითხოვს, პრობლემის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად, მთავრობამ სამუშაო ჯგუფი შექმნას.