სოფელ ზარზმისა და სოფელ მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია

ინფრასტრუქტურის  სამინისტრო ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმისა და სოფელ მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას იწყებს.

პროექტი არსებული საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ, საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტდარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.

სკოლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება.