თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, სოფელთან ახლოს, მინდორში საძოვარზე გაშვებული საქონელი, დახოცილი იპოვა. გოდერძიშვილის განმარტებით, მიყენებული ზარალი 3 500 ლარს აჭარბებს.
სოფელ ვარდისუბანში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შინაურ ცხოველებზე მტაცებლების თავდასხმის ფაქტები შარშანაც ხშირი იყო.
ადგილობრივები მტაცებელზე ნადირობის ნებართვას ითხოვენ.