სოფელ ფარცხანაყანებში ხუთი ადამიანი მგელმა დაკბინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში ხუთი ადამიანი დაკბინა მგელმა, შემთხვევა გუშინ მოხდა. სოფლის მკვიდრი მურმან ციბაძე აცხადებს, რომ ნადირი ღამის 02:00 საათზე დაესხა თავს და ხელზე უკბინა. მგელმა სოფელში კიდევ ოთხი ადამიანი დაკბინა. დაზარალებულებმა უკვე ჩაიტარეს შესაბამისი აცრები და მკურნალობას სახლში აგრძელებენ.