შემთხვევა დუშეთში

დუშეთის რაიონში მგლის მიერ დაკბენილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მტაცებელი ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაესხა თავს. დაზარალებულის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ის ნახირიდან დაბრუნებულ საქონელს ელოდებოდა.  დაშავებული მძიმე დაზიანებებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. ჭრილობები მას სახეზე და ზედა კიდურებზე აღენიშნებოდა. პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მოქალაქე კონტაქტურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.