ახალი სკოლა გაიხსნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში. ერთსაუკუნოვანი სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არის ადაპტირებული.
შენობის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო და 18 ივნისს დასრულდა. სკოლის შენობა 1989 წელს ნაწილობრივ დაიწვა, 2008-ში კი დაბომბვის შედეგადაც დაზიანდა.
თორტიზის სკოლა წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, შალვა ქარუმიძის მიერ არის დაარსებული.