სოფელ თაიაში ისტორიული ძეგლის, ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია სრულდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში მეთერთმეტე საუკუნის ისტორიული ძეგლის ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა პატრონობის სფეროში მხარეთა თანამშრომლობის პროცესი კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში წარიმართა.
სარეაბილიტაციო პროცესი ბაზილიკის ტიპის უგუმბათო ნაგებობაზე მინაშენის, ეკლესიის სახურავის, ეკლესიის ეზოში მდებარე კოშკის სახურავისა და გალავნის აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტს კომპანია „კლდეკარი” ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 140 000 ლარი შეადგინა.