მთავრობის კანცელარიასთან სოფელ შქმერის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის გაუქმებას ითხოვდნენ იმ ორი კომპანიისთვის, რომლებიც ტერიტორიაზე ნედლეულის მოპოვებას 2021 წლიდან ცდილობენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებისა და ადგილზე სიტუაციის შესწავლის გარეშე გასცა.
სოფლის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, მოსახლეობას სოფლის დაცლა მოუწევს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.