გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, გუშინ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობა დაარბიეს. სამსახურში მისულ აღმზრდელებს დილით ჭიშკარი გატეხილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, განადგურებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი, თუმცა წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.