სოფელ ქუმლისციხის მცხოვრებთა პრობლემა

ყაზბეგის რაიონის სოფელ ქუმლისციხის 19 ოჯახს 18 სექტემბრიდან წყალი არ მიეწოდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მზიურის“ თავმჯდომარის განცხადებით, წყალი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე შეუწყვიტა. ისინი მოითხოვენ, რომ წყლის მიწოდება აღუდგეთ.

საქართველოს წყალმომარაგებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ობიექტი არ არის მათი მომხმარებელი, არ ირიცხება სისტემაში და სასმელ წყალს არაკანონიერად დაერთების შედეგად მოიხმარდნენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივებმა მათ განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც მოხდება მათ რეგისტრირება აბონენტად და წყლის მიწოდება აღდგება.