ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში გზის მშენებლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დამქირავებელ ყაზახურ კომპანიას „ყაზახ-დორ-სტროის“ კუთვნილი სამი თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას თხოვენ.
მშენებლების თქმით, ყაზახურმა კომპანიამ ქართულ კონტრაქტორ ფირმას „ჯი-ქეი-გრუპს“ თანხა სრულად არ დაურიცხა, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე აისახა.
აქციის მონაწილეები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ და რამდენიმე დღის ვადას აძლევენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
სოფლების – ორპირსა და ცუცხვათს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 18 იანვარს დასრულდა. მშენებლობაში 100-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.