სოფელ კონტუათში მცხოვრებლები „ევროპული საქართველოს“ საპენსიო რეფორმის პროექტს გაეცნენ
ევროპული საქართველოს ინიციატივა პენსიის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავით ბაქრაძემ ხონის რაიონის სოფელ კონტუათში მცხოვრებ პენსიონერებს გააცნო.
ადგილობრივების თქმით, პენსიის თანხა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც არ ყოფნით. ასევე, მათი განცხადებით, სოციალური სტატუსის მოხსნაც პრობლემას წარმოადგენს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, საპენსიო რეფორმის ფარგლებში, პენსიონერებს წელსვე უნდა გაეზარდოთ პენსია 50 ლარით.