სოფელ კაბალში ახალი სკოლის აშენება იგეგმება. სასწავლო დაწესებულება 300 მოსწავლეს მიიღებს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კაბალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჰერეთის კარის საჯარო სკოლის მშენებლობაც იგეგმება. საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.