ამ წუთებში სოფელ ითხვისის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან აქციას მართავს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში ცხოვრობენ და გასახლებას ითხოვენ.
გარკვეული ოჯახების შემთხვევაში, იმავეს ამბობს უწყებათაშორისი კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზე, მოქალაქეების ნაწილი ქირით უკვე გაიყვანეს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მის წევრებთან შეხვედრას ითხოვენ.