ბერძნულ-ქართული არქიტექტორული ელემენტებით დატვირთული შენობა, რომელიც, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარონ, დანგრევის პირასაა. საუბარია სოფელ დაგვის კულტურის სახლზე.
ნაგებობის უნიკალურობიდან გამომდინარე, აჭარის კულტურის მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალური ჯგუფი უახლოეს დღეებში მის შესწავლას დაიწყებს. თუმცა, დაზიანებული შენობა, პირველ ეტაპზე, სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.