სოფელ ბუკნარში ქრისტიანებსა და მუსლიმ თემს შორის შეთანხმება მიღწეულია. შეხვედრა, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, კონკრეტული შედეგით დასრულდა. მხარეთა განაცხადებით, ის რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, იყო პროვოკაცია, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.