სოციალური შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახები

ექსპერტები სოციალური მომსახურების სფეროში არსებულ კიდევ ერთ სისტემურ ხარვეზზე საუბრობენ. საქმე ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიური შემწეობის დანიშვნის წესს.

2015 წლიდან განახლებული მეთოდოლოგიის მიხედვით, სოციალურ დახმარებას ოჯახები კონკრეტული ფორმულის მიხედვით იღებენ და გადაწყვეტილების მიღების დროს ქონების აღრიცხვის გარდა სხვა ფაქტორებიც მოქმედებს.

მთავარია, რომ სარეიტინგო ქულების რაოდენობამ 65 000 არ გადააჭარბოს. თუმცა ქულათა დათვლის შეცვლილი წესის გამო, ოჯახების ნაწილმა საარსებო შემწეობა დაკარგა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდოლოგიის გადახედვას სთხოვენ.