სოციალური საწარმო გაიხსნა მე-16 პენიტენციალურ დაწესებულებაში.
საწარმო პროექტის, „განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“, ფარგლებში გაიხსნა. მისი მიზანი კანონთან კონფლუქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა, სამთავრობო, საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზით. საწარმოში 5 მსჯავრდებული დასაქმდა.