სოციალური საწარმოს გახსნა

თბილისში, ქერჩის ქუჩაზე სოციალური საწარმო „ანასტასია“ გაიხსნა.

საწარმო ძალადობის მსხვერპლ ქალებს კულინარიაში გადაამზადებს. სოციალური საწარმოს მიზანი, ძალადობის მსხვერპლ ქალთა პროფესიული განათლება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობაა. საწარმო პრეზიდენტის ფონდის, ქალთა ფონდის, ასევე რამდენიმე არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციის დაფინანსებით, პოლონეთისა და ესტონეთის სახელმწიფოების ხელშეწყობით გაიხსნა.