სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ საგარეჯოს რაიონში.
სოფლების ნაწილში ყველაზე მწვავედ წყალმომარაგების პრობლემა დგას, რომელიც წლებია მოუგვარებელია. შედეგად სასმელი წყლის მისაღებად რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს მეზობელ დასახლებებში უწევთ სიარული. მოთხოვნებს შორისაა საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც, ასევე საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია.
მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად საგარეჯოში დღეს რეგიონის გუბერნატორი ჩავიდა.