სოციალური მუშაკების გაფიცვა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციების აანონსებენ. აქციები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც გაიმართება.
მოთხოვნები უცვლელია – სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდას, ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებას, კადრების დამატებას და სხვადასხვა სერვისის ამოქმედებას მოითხოვენ. სოციალური მუშაკების გაფიცვის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროში დაახლოებით 70 თანამშრომელია მობილიზებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს. აქციას გაერთიანებული პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უერთდებიან.