სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების მე-14 ფორუმი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ასევე მაღალია ჩართულობა კომპანიების მხრიდან.

გამოიკვეთა ვაკანსიები მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო და საფინანსო სფეროებიდან.

ზაზა სოფრომაძის განმარტებით, ამ დრომდე ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობამ 1400-ს მიაღწია, მათ შორის არის 83 შშმ პირი.