თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის სოციალური აქცია იმართება. აქციის მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ პედიატრიული პრობლემების შესახებ, რომელიც მკურნალობა-რეაბილიტაციას საჭიროებს. აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის ექიმების უფასო კონსულტაციები, არტ-თერაპიის საათი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ნახატების გამოფენა. აქცია საანგარიშო კონფერენციით დასრულდება და განხილული იქნება ახალი გეგმები.