ქალაქ გორში, ნარკოლოგიური დისპანსერის ყოფილ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ადგილობრივ ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვენ.
მოქალაქეების განცხადებით, შენობა იმდენად ამორტიზებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. საერთო სამზარეულო, საპირფარეშო და აბაზანა, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემები – ეს შენობა გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მასში ხელშეკრულებით 77 სოციალურად დაუცველთა ოჯახები ცხოვრობენ. შენობის მდგრადობის საკითხი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა შეისწავლოს.
ნახეთ ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.