სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების ახალი პაკეტი ამოქმედდება.
ყოველთვიური შემწეობა 50 ლარით იზრდება და 200 ლარი ხდება. რამდენად გამართლებულია დახმარების თანხით და არა ვაუჩერული პრინციპით გაცემა – გაერო-ს ბავშვთა ფონდის შეფასებით, ბოლო კვლევამ დაადასტურა, რომ ოჯახები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილ თანხას მიზნობრივად, მათ საჭიროებებზე ხარჯავენ. თუმცა 200-ლარიანი დახმარების პაკეტი ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად არასაკმარისად მიიჩნევა.
ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსი დაახლოებით 230 000-ს ბავშვს აქვს.