„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კონგრესი ბერლინში

ბერლინში ხვალ სოციალ-დემოკრატების საერთაშორისო კონგრესი იხსნება.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტია 30-წლიან საქმიანობას შეაჯამებს. გერმანიის დედაქალაქში იმყოფებიან სხვადახვა ქვეყნის ლიდერები. ბერლინში არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც. საქართველოს მმართველი პარტია სოციალ-დემოკრატთა ჯგუფის წევრია. კონგრესის გახსნამდე ქართული დელეგაციის წევრები ევროპელ კოლეგებს, მათ შორის ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის ხელმძღვანელს შეხვდნენ. მთავარი სასაუბრო თემა უკრაინის ომის ფონზე გაუარესებული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო.