პარტიაში „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აცხადებენ, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც იმუშავებენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვა და მათი ინტერესების გატარება იქნება. გია ჟორჟოლიანის თქმით, მათი დეპუტატობის კანდიდატისა და მისი შვილის სარჩელის საფუძველზე უზენაესი სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების ქმედითუნარიანობის შეზღუდვა. გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდათ უფლებები, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც.