სნაიპერთა მომზადების კურსები დასრულდა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები დასრულდა. სწავლებაში ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული. სამხედრო მოსამსახურეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების სარდალმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ინსტრუქტორებს კურსების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა, მონაწილეებს კი სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადასცა.