რეზერვში დარეგისტრირებულთა რიცხვის ზრდა

ტერიტორიულ რეზერვში დარეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

2020 წელს ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდა. ეროვნული გვარდიის მონაცემებით, წელს დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა 2018-2019 წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, რეზერვში დარეგისტრირებულთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 50-70 %-ით გაიზარდა. წელს საპილოტე რეჟიმში პირველად განხორციელდა ქალების რეკრუტირება, აქტიური რეზერვით ასამდე ქალი დაინტერესდა.