ბოლო დროის ყველაზე შემზარავ დანაშაულზე სასამართლო ვერდიქტი გამოტანილია.
ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მწყემსი, რომელსაც ცოლ-ქმარ სმიტების და მათი მცირეწლოვანი შვილის სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი, დანაშაულის ჩადენას ბოლო დღემდე კატეგორიულად უარყოფდა, გამოძიების ეტაპზე მალხაზ კობაურმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენებაც.
რეზონანსულ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ.