საქართველოს სლოვენიის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს.
აქცენტი გაკეთდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, განხორციელების პროცესში სლოვენიის აქტიურ ჩართულობაზე. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მარიან შარეცი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.