რამდენიმე საათში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება ქართველ კოლეგას, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. ივნა კორჩოკი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. „ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.