გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. მე-8 მიკრორაიონში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პირველ ეტაპზე განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები, მოიჭრება მიწა, მოეწყობა გარეგანათების სისტემა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, საბავშვო და სპორტული მოედნები და განთავსდება საპარკე ავეჯი. დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება. აღნიშნული პროცესი დეკემბერში დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი, 2025 წლის ივნისში. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.