„ვაკის პარკში“ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის სადავო, თუმცა უკვე გაუქმებული პროექტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზეზი გახდა.
მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი რეკრეაციული ზონების კიდევ უფრო დაცვის ახალ მექანიზმებზე ფიქრობს. იგეგმება კანონმდებლობაში ახალი ტერმინის შემოღება და იმ ლოკაციების მითითება, სადაც სამშენებლო სამუშაოების წარმოება აკრძალული იქნება. იგულისხმება სკვერები, სადაც მომავალში ნებისმიერი ობიექტის მშენებლობა დაცული ტერიტორიების მსგავსი რეგულაციებით გაკონტროლდება.