სკოლის მანდატურის როლი და ფუნქციები იზრდება. წესრიგის დაცვასთან ერთად, მას სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა ევალება.
შესაბამისი კომპლექსური გეგმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უწყებამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა.
სიახლეებთან და სკოლებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, თბილისის სკოლების მანდატურებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.