რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პირველი დღე.
მე-12 კლასის მოსწავლეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.
წინასწარი ინფორმაციით, 2%-მდეა იმ მოსწავლეების რაოდენობა, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
მოსწავლეებს სულ ოთხ საგანში უწევთ გამოცდის ჩაბარება.
ტესტირება უცხო ენაში ხვალ ჩატარდება.